კითხვა/პასუხი

სილქ როუდ ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება, მომხმარებელ ფიზიკურ პირებს შევთავაზოთ სამ თვიანი საშეღავათო პერიოდი სესხებზე. საშეღავათო პერიოდი გავრცელდება მარტის, აპრილის და მაისის  ყოველთვიურად შესატან სრულ თანხებზე, როგორც ძირზე ასევე პროცენტზე. აღნიშნული ნაბიჯით ვცდილობთ ადამიანებს შევუმსუბუქოთ კორონავირუსისგან გამოწვეული შესაძლო ზარალი.





ხშირად დასმული კითხვები:




  1. ვისზე გავრცელდება საშეღავათო პერიოდი?



ყველა ფიზიკურ პირზე, გარდა იმ პირებისა რომლებსაც არ უფიქსირდებათ გრძელვადიანი ვადაგადაცილება.




  1. რომელ პროდუქტებს შეეხება საშეღავათო პერიოდი?




  • SilkLoan Plus სესხებს

  • სილქ კრედიტ სესხებს

  • სამომხმარებლო სესხებს

  • იპოთეკურ სესხებს

  • საკრედიტო ბარათებს

  • ფიზიკურ პირებზე გაცემულ მიკრო ბიზნეს სესხებს

  • განვადებებს

  • დეპოზიტით უზრუნველყოფილ გრაფიკიან სესხებს




  1. SilkLoan სესხებს შეეხებათ თუ არა საშეღავათო პერიოდი?



SilkLoan სესხებზე საშეღავათო პერიოდი არ გავრცელდება, რადგან აღნიშნული კრედიტი არის 1 თვიანი და ითვალისწინებს გადავადების ოფციას, მაგრამ თქვენ მოგეცემათ საშუალება მარტის ბოლომდე გადაფაროთ SilkLoan სესხი გრაფიკიანი SilkLoan Plus სესხით, რომელზეც გავრცელდება 3 თვიანი საშეღავათო პერიოდი (მაქსიმალური ვადა 48 თვე).       




  1. რომელ პროდუქტებს არ შეეხება საშეღავათო პერიოდი?



საშეღავათო პერიოდი არ შეეხებათ ოვერდრაფტებს და SilkLoan სესხებს (SilkLoan სესხის გრაფიკიანი SilkLoan Plus სესხით გადაფარვის შემთხვევაში მოგეცემათ 3 თვიანი საშეღავათო პერიოდით სარგებლობის საშუალება).




  1. ვრცელდება თუ არა საშეღავათო პერიოდი საკრედიტო ბარათებზე?

    დიახ ვრცელდება. ყველა საკრედიტო ბარათზე მინიმალური გადასახადის დაანგარიშება მოხდება ივნისში. დაანგარიშდება მთლიან პერიოდზე დაგროვილი პროცენტი და ძირი თანხის 10%. ამასთან, უპროცენტოდ სარგებლობისთვის განსაზღვრული საშეღავათო პერიოდის ცვლილება არ მოხდება.



 




  1. რა იგულისხმება 3 თვიან საშეღავათო პერიოდში?




  • მომხმარებლებს, რომლებსაც მარტის თვეში უწევდათ სესხის გადახდა და გადახდის თარიღი ჯერ არ დამდგარა, საშეღავათო პერიოდი იმოქმედებს მარტის, აპრილის და მაისის თვეების გადასახდელებზე. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომხმარებელი უარს განაცხადებს საშეღავათო პერიოდით სარგებლობაზე. მოცემულ შემთხვევაში საშეღავათო პერიოდი შეეხება მარტის, აპრილის და მაისის თვის გადასახდელებს.

  • მომხმარებლებს,  რომლებსაც მარტის თვეში უწევდათ სესხის გადახდა და უკვე განახორციელეს გადახდა, საშეღავათო პერიოდი იმოქმედებს აპრილის, მაისის და ივნისის თვეების გადასახდელებზე.

  • მომხმარებლებს, რომლებსაც მარტის თვეში უწევდათ სესხის გადახდა და გადაუხდელობის გამო იმყოფებიან ვადაგადაცილებაში, გაუნულდებათ მარტის თვის განმავლობაში სესხზე დარიცხული პირგასამტეხლო, ასევე დაუკორექტირდებათ გადახდის გრაფიკი, გადაუვადდებათ მარტის თვის ვადაგადაცილებული შენატანიც და შესაბამისად გაუქმდება ვადაგადაცილება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომხმარებელი უარს განაცხადებს საშეღავათო პერიოდით სარგებლობაზე. მოცემულ შემთხვევაში საშეღავათო პერიოდი შეეხება მარტის, აპრილის და მაისის თვის გადასახდელებს.

  • მომხმარებლებს, რომლებსაც მარტის თვემდე უკვე იმყოფებოდნენ ვადაგადაცილებაში, გადაუვადდებათ მაისის ჩათვლით გრაფიკით გათვალისწინებული ვადაგადაუცილებელი შენატანები. სესხი დარჩება ვადაგადაცილებაში, პირგასამტეხლოს კორექტირება არ მოხდება, თუმცა ასეთ მომხმარებლებს გაუადვილდებათ გრაფიკზე დაწევა, რადგან ივნისამდე არ დაემატებათ ახალი გადასახდელი.




  1. რა პირობებით უნდა მოხდეს საშეღავათო პერიოდის განმავლობაში გადავადებული ძირი თანხისა და დარიცხული პროცენტის დაფარვა?



სესხის მოქმედების ვადა გაიზრდება საშეღავათო პერიოდის შესაბამისად, ხოლო გადავადებული ძირითადი თანხა და დარიცხული პროცენტი გადანაწილდება სესხის გაზრდილ ვადაზე, ისე რომ საშეღავაღო პერიოდის გასვლის შემდგომ გრაფიკის შესაბამისად გადასახდელი თანხა მაქსიმალურად მიახლოვებული იქნება საშეღავათო პერიოდის დაწესებამდე არსებულ ყოველთვიურად გადასახდელ თანხასთან.



მაგალითად:



თუ სესხზე გრაფიკით გათვალისწინებული ყოველთვიური შენატანი შეადგენს 280 ლარს და გადაგივადათ მარტის, აპრილის და მაისის შენატანები სესხებზე, რა ვადაშიც სესხზე დარიცხულმა პროცენტმა შეადგინა 370 ლარი. ივნისის თვეში ახალი გრაფიკით გათვალისწინებულ პირველ შენატანი, რომელიც მაქსიმალურად მიახლოვებული იქნება თავდაპირველი გრაფიკით გათვალისწინებულ ყოველთვიურ შენატანთან სრულად მიიმართება დაგროვილი პროცენტის დასაფარად. შესაბამისად გაიზრდება სესხის მოქმედების ვადა, მაქსიმუმ 4 თვის ვადით.  




  1. გრძელდება თუ არა საშეღავათო პერიოდში სესხზე პროცენტის დარიცხვა?  

    დიახ, საპროცენტო სარგებლის დარიცხვა გრძელდება საშეღავათო პერიოდში.

  2. შეიცვლება თუ არა სესხზე დასარიცხი საპროცენტო განაკვეთი? 

    არა, საპროცენტო განაკვეთი დარჩება უცვლელი.

  3. როგორ გაიგებს მომხმარებელი საშეღავათო პერიოდის დაწესების შესახებ?   

    ყველა მომხმარებელს გაეგზავნება მოკლე ტექსტურ შეტყობინება.

  4. რა პროცედურით მოხდება საშეღავათო პერიოდის ჩართვა?

    მომხმარებლებისთვის საშეღავათო პერიოდის გააქტიურება მოხდება ავტომატურად, გარდა იმ პირებისა, ვინც შესაბამის ვადაში უარს განაცხადებენ საშეღავათო პერიოდით სარგებლობაზე.

  5. როგორ უნდა მოიქცეს მომხმარებელი, ვისაც არ სურს საშეღავათო პერიოდით სარგებლობა? 

    მომხმარებელმა მოკლე ტექსტური შეტყობინების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში იმავე შეტყობინებაზე უნდა მოიწეროს უარის კოდი „NO” ან მიმართოს სატელეფონო ცენტრს რომ არ სურს საშეღავათო პერიოდით სარგებლობა.

  6. თუ მომხმარებელს აქვს რამოდენიმე სესხი, შეძლებს თუ არა ის აირჩიოს რომელ სესხზე სურს საშეღავათო პერიოდით სარგებლობა და რომელზე არა? 

    არა, ყველა სესხზე ვრცელდება ერთიდაიგივე მიდგომა გარდა შემთხვევებისა როდესაც მომხმარებელი სხვა საკრედიტო პროდუქტთან ერთად სარგებლობს SilkLoan სესხით, ასეთ მომხმარებელს შეეძლება ისარგებლოს საშეღავათო პერიოდით პარალელურ სხვა საკრედიტო პროდუქტზე SilkLoan სესხის გრაფიკიანი SilkLoan Plus სესხით გადაფარვის გარეშე.

  7. დაეკისრება თუ არა მომხმარებელს საშეღავათო პერიოდის განმავლობაში სესხის წინსწრებით დაფარვის საკომისიო?

    იმ მომხმარებლებს, რომლებიც ისარგებლებენ საშეღავათო პერიოდით, იგივე  პერიოდში სესხის წინსწრებით დაფარვის შემთხვევაში არ დაეკისრებათ წინსწრებით დაფარვის საკომისიო ყოველთვიური გადასახდელი თანხის ფარგლებში. სესხის წინსწრებით დასაფარად აუცილებელია მიმართოთ ბანკს.

  8. რა თარიღამდე გაცემულ საკრედიტო პროდუქტებზე ვრცელდება საშეღავათო პერიოდი?

    საშეღავათო პერიოდი ვრცელდება მიმდინარე წლის13 მარტის ჩათვლით გაცემულ საკრედიტო პროდუქტებზე.


იმისთვის რომ ისარგებლოთ სილქ კრედიტით საჭიროა იყოთ სილქნეტის მობილური სერვისის (ჯეოსელის) აბონენტი მინიმუმ ბოლო 6 თვის განმავლობაში, ნომერი თქვენს სახელზე უნდა იყოს რეგისტრირებული, უნდა გაგაჩნდეთ აქტიური საბანკო ანგარიში სილქ როუდ ბანკში, აკმაყოფილებდეთ 21 დლიდან 60 წლამდე  ასაკობრივ ზღვარს. უნდა დარეგისტრირდეთ ვებ გვერდზე, შეავსოთ განაცხადი და გაიაროთ იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციის მარტივი პროცედურა. სილქ კრედიტის ასაღებად საჭიროა გაგაჩნდეთ  შემოსავალი გარკვეული საქმიანობიდან, თუმცა არ არის საჭირო იყოთ ოფიციალურად დასაქმებული ან შემოსავალი გერიცხებოდეთ ბანკში.


სილქ კრედიტით სარგებლობა შესაძლებელია იმ შემთხვევაშიც, თუ კი შემოსავალი არ გაგაჩნიათ ოფიციალური დასაქმებიდან. თქვენ შეგიძლიათ დისტანციურად, მარტივი პროცესის გავლით, ონლაინ შეავსოთ განაცხადი და მიიღოთ 3000 ლარამდე თანხა უმოკლეს ვადებში.


თუ თქვენ მიმართავთ რომელიმე საკრედიტო ორგანიზაციას სესხის ასაღებად აუცილებლად მოგთხოვენ ხელფასის ამონაწერს, შემოსავლების სამსახურიდან ცნობას ან ფინანსური ანალიზის ჩატარებას. ჩვენთან აღნიშნული დოკუმენტების წარდგენა და გართულებული პროცედურების გავლა არ მოგეთხოვებათ, არ არის საჭირო იყოთ ოფიციალურად დასაქმებული ან/და შემოსავალი გერიცხებოდეთ ბანკში, შესაძლოა იყოთ თვითდასაქმებული. პასუხს 3000 ლარამდე კრედიტზე მიიღებთ განაცხადის შევსებიდან ნახევარი საათის განმავლობაში. განაცხადი შეგიძლიათ შეავსოთ როგორც დისტანციურად, ასევე სერვის-ცენტრში ვიზიტისას.


არ არის სავალდებულო, შემოსავლების გაანგარიშება ხდება ალტერნატიული მეთოდით

დიახ შესაძლებელია, მაგალითად შესაძლოა იყოთ ხელოსანი, მკერავი, ძიძა, ტაქსის მძღოლი, რეპეტიტორი, გიდი ან ნებისმიერი სხვა საქმიანობით დაკავებული პირი


სილქ კრედიტის განაცხადის შევსებისას, დისტანციურად ხორციელდება თქვენი ყოველთვიური შემოსავლის გაანგარიშება, სავალდებულოა რომ გაანგარიშებული შემოსავალი იყოს არსებული და მოთხოვნილი სასეხო თანხების ადექვატური და დაცული იყოს სესხის მომსახურების კოეფიციენტი (PTI), ასევე უნდა აკმაყოფილებდეთ 21 დან 60 წლამდე ასაკობრივ ზღვარს, იყოთ საქართველოს რეზიდენტი და გაგაჩნდეთ დადებითი საკრედიტო ისტორია.


სერვის-ცენტრში ვიზიტისას ბანკის წარმომადგენლები გაგიწევენ კონსულტაციას და დაგეხმარებიან განაცხადის შევსებაში.


გაანგარიშებული შემოსავალი შესაძლოა არ აღმოჩნდეს საკმარისი დასაშვები სესხის მომსახურების კოეფიციენტის დასაცავად ან/და თქვენი საკრედიტო რეიტინგი იყოს დაბალი.


სილქ კრედიტის ასაღებად უნდა აკმაყოფილებდეთ 21 დლიდან 60 წლამდე  ასაკობრივ ზღვარს.


სესხის თანხა 200-დან 3000 ლარამდე. მაქსიმალური ვადა 24 თვე.


ვადაგადაცილებული სესხის 0,25 % ვადაგადაცილების ყოველ დღეზე


სს სილქ როუდ ბანკის ცენტრალური ფილიალი:



თბილისი, ზაარბრუკენის მოედ #2



სილქნეტის ოფისებში არსებული სერვის დესკები:



თბილისი:



გორგასალის ქ. #61



ხიზანიშვილის #17



რუსთაველის გამზირი #40



ბათუმი:



გორგილაძის ქ. #54 / 62


ეფექტური განაკვეთი დამოკიდებულია სესხის ვადაზე და მერყეობს 30.3%-49.8% შუალედში.


სესხის განაცხადების განხილვა ხორციელდება ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით 10:00 – 18:00 დროის შუალედში, განაცხადის განხილვას მაქსიმუმ 30 წუთი ჭირდება.


სესხის მომსახურების კოეფიციენტი PTI გვიჩვენებს არსებულ სასესხო ვალდებულებებზე ყოველთვიურად შესატანი თანხების შეფარდებას არსებულ ყოველთვიურ შემოსავალთან. მაქსიმალურ დასაშვებ ზღვრებს განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ბანკი www.nbg.gov.ge


თქვენ მიიღებთ sms შეტყობინებას, ასევე ინფორმაცია გამოგიჩნდებათ ვებ გვერდზე თქვენს პირად კაბინეტში.


მოცემულ ვებ გვერდზე თქვენს პირად კაბინეტში



  • თუ ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 6-იდან 12 თვემდე, კრედიტის ნარჩენ ძირ თანხაზე მიმართული თანხის  0,5%;

  • თუ ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 12-იდან 24 თვემდე, კრედიტის ნარჩენ ძირ თანხაზე მიმართული თანხის 1%;

  • თუ ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 6 თვეზე ნაკლები ვადა, კრედიტის ნარჩენ ძირ თანხაზე მიმართული თანხის  0%.


სესხის ნაწილობრივ ან სრულად წინსწრებით დაფარვა შესაძლებელია ნებისმიერ დროს, ამისთვის უნდა დააფიქსიროთ მოთხოვნა ერთ-ერთი გზით:




  • პირადი კაბინეტიდან შეტყობინების გამოგზავნა

  • სატელეფონო ცენტრში დარეკვა

  • ბანკის სერვის-ცენტრში ვიზიტი


სწრაფი გადახდის აპარატებით:




  • TBC Pay 

  • Pay Box



ვებ-გვერდების საშუალებით





სილქ როუდ ბანკის სალაროში - უფასო



სილქ როუდ ბანკში თქვენს მიმდინარე ანგარიშზე თანხის გადმორიცხვის გზით.



სესხის ნაწილობრივ ან სრულად წინსწრებით დაფარვა შესაძლებელია ნებისმიერ დროს, ამისთვის უნდა დააფიქსიროთ მოთხოვნა ერთ-ერთი გზით:




  • პირადი კაბინეტიდან შეტყობინების გამოგზავნა

  • სატელეფონო ცენტრში დარეკვა


ბანკის სერვის-ცენტრში ვიზიტი

100-ჯერ ყოველ ჯერზე უნდა გადაიხადოთ სესხის შესაბამისად გადავადების საკომისიო


კრედიტის დაფარვის საბოლოო ვადამდე თქვენ თავისუფლად შეგიძლიათ თქვენს მიერ დადგენილი ოდენობით და რაოდენობით დაფაროთ კრედიტი ნაწილობრივ


ვადაზე ადრე დაფარვის შემთხვევაში დამატებით არაფერს არ იხდით, აბრუნებთ მხოლოდ სესხის თანხას და იხდით სესხის გაცემის საკომისიოს.


არ არის შესაძლებელი ორი სილქ კრედტის პარალელურად ქონა, თუმცა შესაძლებელია SilkLoan ან Silkloan Plus სესხის პარალელურად სილქ კრედიტის აღება.


ზედმეტად ანდა არასწორად გადმორიცხული თანხების უკან დაბრუნება შესაძლებელია 30 კალენდარული დღის განმავლობაში. ამისათვის თქვენ შეგიძლიათ:




  • ეწვიოთ სილქ როუდ ბანკის სათაო ოფისს და მოლარე-ოპერატორთან ნაღდი ანგარიშსწორებით დაიბრუნოთ თანხა- უფასო

  • პირადი კაბინეტიდან გამოაგზავნოთ შეტყობინება თანხის დაბრუნებაზე და შეტყობინების საფუძველზე უნაღდო ანგარიშსწორების გზით თანხა დაგიბრუნდებათ  იმავე საბანკო ანგარიშზე საიდანაც გადმორიცხეთ თანხა ან იმავე ანგარიშზე სადაც მოხდა სასესხო თანხის გაცემა- თანხის 1%, მინ.2 ლარი


                      არა სილქ კრედიტის მისაღებად უზრუნველყოფა არ მოითხოვება


განმეორებითი სილქ კრედიტის მოთხოვნა შეგიძლიათ პირველი გადახდის შესრულების შემდეგ


სესხი შეგიძლიათ დაფაროთ შემდეგ საგადამხდელო არხების მეშვეობით:




  • ქვემოთ მოცემული ბანკების სერვის ცენტრ(ებ)ში, კომუნალური გადახდების მომსახურე ოპერატორთან/მოლარე-ოპერატორთან:


    • სს სილქ როუდ ბანკი - უფასო

    • სს ლიბერთი ბანკი 

    • სს ქართუ ბანკი

    • სს ბაზის ბანკი

    • სს აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი საქართველო






  • სწრაფი გადახდის აპარატებით

    • ლიბერთი ბანკის სწრაფი გადახდის აპარატებით 

    • TBC Pay 

    • Express Pay

    • Pay Box



  • ვებ-გვერდების საშუალებით


  • ინტერნეტ ბანკის მეშვეობით, "კომუნალური გადახდები"-ს ფუნქციონალის გამოყენებით



(სესხის დაფარვისას, გთხოვთ გაითვალისწინოთ საგადახდო პროვაიდერის მიერ დაწესებულისაკომისიოს ოდენობა)



სესხის დაფარვისთვის აუცილებელია გადახდის დოკუმენტში მიუთითოთ სესხის იდენტიფიკაციისთვის პერსონალური კოდი, იგივე სმს (SMS) კოდი ან პირადი ნომერი


სასესხო თანხას(ძირს) ყოველდღიურად ვადაგადაცილებულ დღეზე დაერიცხება 0.27%


უნდა გადაიხადოთ გადავადების საკომისიო სესხის ძირი თანხის 3.38%