
როგორ ავიღო სესხი
- სესხის მისაღებად დეტალურად გაეცანით სესხის პირობებს, საკრედიტო ხელშეკრულებას, სესხის განაცხადს, თანხმობის წერილებს კრედიტინფოდან და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან მონაცემების მოპოვების შესახებ , და თუ ეთანხმებით მათ, მონიშნეთ სასურველი თანხა და სესხის ვადა
- იმისთვის რომ ისარგებლოთ სილქ კრედიტით, თქვენ უნდა იყოთ სილქნეტის მობილური ქსელის (ჯეოსელის) აბონენტი მინიმუმ ბოლო 6 თვის განმავლობაში (ნომერი უნდა იყოს თქვენს სახელზე რეგისტრირებული), ამავე დროს უნდა გაგაჩნდეთ აქტიური საბანკო ანგარიში სილქ როუდ ბანკში. თუ თქვენ ჯერ არ ხართ ბანკის კლიენტი, მაშინ ეწვიეთ ჩვენს ერთ-ერთ სერვის-ცენტრს, სადაც სრულიად უფასოდ გაგიხსნიან ანგარიშს, ასევე უფასოდ გადმოგცემენ ვიზა ბარათს. სესხზე განაცხადის შევსებას სერვის-ცენტრიშივე შეძლებთ.
- თუ თქვენ არ ხართ დარეგისტრირებული მოცემულ ვებ-გვერდზე, პირველ რიგში უნდა გაიაროთ რეგისტრაცია, ამისთვის დააკლიკეთ „რეგისტრაცია“ ღილაკს მარჯვენა მაღალ კუთხეში, გაიარეთ მარტივი პროცედურა და შექმენით თქვენი პირადი კაბინეტი. თითოეული ველი მნიშვნელოვანია, ამიტომ დაკვირვებით შეავსეთ ინფორმაცია.
- რეგისტრაციის პროცესის გავლის შემდეგ აირჩიეთ სასურველი სესხის თანხა და ვადა, ამის შემდეგ ყურადღებით შეავსეთ ინფორმაცია შემოსავლებზე, გაეცანით განაცხადს და განაცხადის დასამუშავებლად საჭირო თანხმობის ფორმებს, თუ ეთახმებით მონიშნეთ შესაბამისი ღილაკი და შეიყვანეთ მიღებული SMS კოდი. ბანკის საკრედიტო ექსპერტი უმოკლეს ვადებში დაგიკავშირდებათ ტელეფონზე დეტალების დასაზუსტებლად.
- დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, პირად კაბინეტში გამოგიჩნდებათ საკრედიტო ხელშეკრულება, გაეცანით სესხის პირობებს და თანხმობის შემთხვევაში მონიშნეთ შესაბამისი ღილაკი, თანხა დაგიჯდებათ სილქ როუდ ბანკში გახსნილ ანგარიშზე. თანხის განაღდება შეგეძლებათ ბანკომატებიდან ან სილქ როუდ ბანკის სალაროდან.
დაგვირეკეთ
322 242 242
მოგვწერეთ
silkcredit@silkroadbank.ge
სამუშაო საათები
24 საათი დღეში,
7 დღე კვირაში
სესხის გაცემა
ორშაბათი-შაბათი
10:00-18:00